Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიოს ბედნიერი და უბედური ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნდა

15 მარტი, 2018 21:10

გაეროს ანგარიშის მიხედვით,  2018 წლის მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. შემდეგ მოდის ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია, ნიდერლანდები, კანადა, შვედეთი და ავსტრალია. 

ხოლო, ყველაზე უბედური ქვეყნების ბოლო ათეული ასეთია:

147-ე ადგილზეა მალავი, შემდეგ მოდის ჰაიტი, ლიბერია, სირია, რუანდის რესპუბლიკა, იემენი, ტანზანია, სამხრეთი სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ბოლო, 156-ე ადგილზეა ბურუნდი.

საქართველო აღნიშნულ სიაში 128-ე ადგილს იკავებს. 

წლევანდელ ანგარიშში ასევე ასახულია მიგრანტების შესახებ მონაცემები. როგორც BBC წერს, მასპინძელ ქვეყნებს შორის მიგრანტები ყველაზე ბედნიერად თავს ფინეთში გრძნობენ.

ფინეთის მოსახლეობა დაახლოებით 5.5. მილიონი ადამიანია და აქედან 300 000 მიგრანტია. 

ქვეყნებში მოსახლეობის კეთილდღეობის, ბედნიერების და  ცხოვრების ხარისხის განსასაზღვრად მკვლევარებმა გამოიყენეს ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ქვეყნის კორუფციის მაჩვენებლი, სოციალური მხარდაჭერა, სიცოცხლის მაჩვენებელი, არჩევანის თავისუფლება და ა.შ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^