Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

16 მარტი, 2018 11:38

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ  ბრალდებულმა 2018 წლის 7 იანვარს, საღამოს საათებში,  დედოფლისწყაროს  რაიონში, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობა, რა დროსაც ფეხის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 

სამართალდამცველებმა პირი იმავე ღამეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  განუსაზღვრა 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც მსჯავრდებული 6 თვეს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო  6 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^