Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დევდარიანი: შევეცდები, „საზოგადოებრივი მაუწყებელი" რეალურად გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი

16 მარტი, 2018 12:47

მთავარი, რის გაკეთებასაც ჩემი დამტკიცების შემთხვევაში შევეცდები, არის ის, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი" რეალურად გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დასახელებულმა ზვიად დევდარიანმა განაცხადა. მისი თქმით, „საზოგადოებრივ მაუწყებელში" ძალიან სერიოზული გამოწვევებია.

„ალბათ, მთავარი, რის გაკეთებასაც ჩემი დამტკიცების შემთხვევაში შევეცდები, არის ის, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი” რეალურად გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რაც გულისხმობს მათ შორის იმას, რომ გაძლიერდეს კავშირები სამეურვეო საბჭოსა და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს შორის. ვგულისხმობ უმცირესობებს, ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქალთა მოძრაობის ჯგუფებს, ყველა იმ ჯგუფს, ვინც დაინტერესებულია და ვინც აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, ვისი პოზიციებიც და ხედვაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის ფორმირების დროს", - განაცხადა დევდარიანმა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეურვეობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი წარუდგინა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^