საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის გამარჯვებულია. „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაზე ბორჯღალოსნებმა რუმინელი მორაგბეები ანგარიშით 25:16 დაამარცხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კოკი თხილაიშვილი დასახელდა.
დღევანდელი გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ერთა თასი მოიპოვა. ბორჯღალოსნები ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელებიც არიან.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის დაწყებამდე, ჰიმნის შესრულებისას, ბორჯღალოსნებს ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ.
2017 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული რუმინეთი გახდა.