Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აგარის შაქრის“ ადმინისტრაცია - მესაკუთრეს დიდი სურვილი აქვს, ქარხანა ამუშავდეს

19 მარტი, 2018 16:13

„აგარის შაქრის" მწარმოებელი კომპანიის ადმინისტრაცია ქარხნის გაჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამ საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციას სიმართლესთან შეუსაბამოს უწოდებს. აქვე, ადმინისტრაციის განცხადებით, 18 მარტს სატელევიზიო ეთერით გაჟღერებულმა მუქარამ კომპანიის წარმომადგენლების შეშფოთება გამოიწვია და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერდეს პატრულირება და გამოიყოს სათადარიგო სახანძრო მანქანა.

კომპანიიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

„ბოლო პერიოდში აგარის შაქრის ქარხნის გაჩერების მიზეზები არასწორად გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებით, რამაც გადაგვაწყვეტინა, განმარტებები კიდევ ერთხელ გავაკეთოთ:

2017 წლის 1 ოქტომბრიდან ევროპის ქვეყნებს მოეხსნათ თეთრი შაქარის ექსპორტზე დაწესებული კვოტა, რამაც ახალი ტალღით გაზარდა საქართველოში, ევროპასთან 2016 წლიდან ამუშავებული თავისუფალი ვაჭრობის გამო ისედაც გაზრდილი, თეთრი შაქრის იმპორტის მოცულობა. თეთრი შაქრის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ამ გაზრდამ განაპირობა ფასების გლობალური შემცირება მასზე. აგარის შაქრის მიერ წარმოებული თეთრი შაქარი კი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ გაუწევდა, რადგან შაქრის ნედლეულის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ შემცირდა თეთრი შაქრის ფასების ანალოგიურად, ხოლო ქარხნისთვის ნედლეულის გადამუშავების ხარჯი ცხადია, იგივე დარჩა. რის გამოც 2017 წლის 1 ნოემბრიდან ქარხანა გავაჩერეთ და გადავიდა კონსერვაციის რეჟიმზე.

კომპანიამ ქარხნის თითოეულ თანამშრომელს დამსახურებული მადლობა გამოუცხადა, მათი მონდომებული და დაუღალავი მუშაობისათვის, მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა შრომის კოდექსის შესაბამისი მოთხოვნების სრული დაცვით და გასცა კანონით დადგენილი კომპენსაციები (ერთ მილიონ ლარამდე).

მესაკუთრეს, რომელსაც განხორციელებული აქვს ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია დიდი სურვილი აქვს, რომ ქარხანა ამუშავდეს და განაახლოს შაქრის გადამუშავება, რისთვისაც არ იშურებს ძალისხმევას და აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

ქარხნის შესაძლო ამუშავებისათვის, საჭიროა მიღებულ იქნეს რიგი კანონპროექტები კომპლექსური მოქმედებისათვის, რომელიც აშკარაა სწრაფად, მოკლე დროში ვერ მოხდება. ხოლო თუ უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ნედლეულის გაიაფება მოხდა, მეპატრონე მზადაა, დაუყოვნებლივ აამუშაოს ქარხანა, რაც რეალურად მოსალოდნელია. ანალოგიურად მოვახერხეთ 2017 წლის ივნისში გაჩერებული ქარხნის ამუშავება.

18 მარტს სატელევიზიო ეთერით გაჟღერებულმა მუქარამ ჩვენი შეშფოთება გამოიწვია და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამომავლოდ სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, აღმოგვიჩინოთ შესაბამისი დახმარება. კერძოდ, საპროტესტო აქციების მიმდინარე პერიოდში გააძლიეროთ პატრულირება ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და გამოყოთ სათადარიგო სახანძრო მანქანა, ასევე გთხოვთ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ზეპირსიტყვიერი მიმართვით აცნობონ ყოფილ დასაქმებულებს მათ მიერ შესაძლო კანონის დარღვევის ფაქტის შესახებ და განუმარტონ საკუთრების ხელყოფის სავარაუდო სამართლებრივი შედეგების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მეპატრონე კრიპტოვალუტის წარმოების ქარხანას ხსნის შაქრის ქარხანის ნაცვლად, არ შეესაბამება სიმართლეს. მოლაპარაკება იყო მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებაზე, რათა ისრაელიდან ინვესტორებს კრიპტოვალუტის მაინინგის ერთი კონტეინერი საცდელად დაემონტაჟებინათ, რომელიც ქარხნაში შაქრის წარმოებას ხელს არ შეუშლიდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეთანხმდა ეს საკითხი ინვესტორთან", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მესამეე კვირაა, „აგარის შაქრის" ყოფილი თანამშრომლები, დაბა აგარაში, ქარხნის წინ ათენებენ ღამეს. საწარმო 5 თვეზე მეტია გაჩერებულია. სამსახურის გარეშე 500-მდე ადამიანი დარჩა. პროტესტის მონაწილეები ქარხნის ამუშავებასა და სამუშაო პროცესის განახლებას ითხოვენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^