ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ „ქართული მარშის“ წევრები შეიკრიბნენ, მათ ტელევიზიასთან აქცია გამართეს და რუსთავი 2-ის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ავტომობილს ტელეკომპანიის ეზოში არ უშვებდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გაბუნიამ მათ რელიგიურ გრძნობებს შეუარცხყოფა მიაყენა და ამიტომ ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვენ.
„ქართული მარშის“ წევრების თქმით, თუ გაბუნია ბოდიშს არ მოიხდის, მას ტელეკომპანიის შენობიდან არ გამოუშვებენ. „რუსთავი 2-თან“ იმყოფებიან სამართალდამცველებიც, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ტელეკომპანიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცეს და გაბუნიას მანქანა გაატარეს.
გიორგი გაბუნიამ იესო ქრისტეზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ქრისტემ შეცდომა დაუშვა, რომ 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა და არა მომავალ 2-3 წელში აჭარის რეგიონში, რადგან ამ შემთხვევაში აჭარაში ხეს ვერ იპოვიდნენ, რომ ქრისტე ჯვარზე გაეკრათ. გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ეს შედარება ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარიდან შეკვეთილში ხეების გადარგვის თემაზე გააკეთა.