ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ „ქართული მარში“ აქციას მართავს. „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ „კურიერის“ ჟურნალისტს დავით ერაძეს. რომელსაც სასწრაფო დახმარების სამსახურმა პირველადი დახმარება აღმოუჩინა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერაძეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული.
„ლიბერალს“ შსს-ში ვერ დაუზუსტეს, დააკავა თუ არა პოლიციამ ვინმე აქციაზე. „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით კი, საპატრულო პოლიციამ სამი მოქალაქე დააკავა.
„ქართული მარშის“ წევრებმა ტელეკომპანიის შენობასთან ალყაში მოაქციეს გიორგი გაბუნიას მანქანა და შენობაში არ უშვებდნენ. ისინი გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ გაბუნიამ მათ რელიგიურ გრძნობებს შეუარცხყოფა მიაყენა.