Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორგანიზაციები TI, GDI და IDSD სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

19 მარტი, 2018 18:58

არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარებისა ინსტიტუტი“ (IDSD) და „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ (TI) სექსუალური შევიწროების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ: 

„კოალიცია თანასწორობისთვის" სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას ითხოვს

„ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს წუხილსა და შეშფოთებას იმ ფაქტების გამო, რომლებიც ჩვენთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ჩვენი კოლეგის, ზვიად დევდარიანის წარდგენის შემდეგ გახდა ცნობილი და მის მიერ, ქალების სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებს ეხება.

პირველ რიგში სრულ სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ იმ ქალებს, რომლებიც თავს სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლად მიიჩნევენ. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ყველა მათგანს, საკუთარი უფლებების დასაცავად, უფასო იურიდიული დახმარებას და სამართლებრივ მხარდაჭერას ვთავაზობთ, მათ შორის აღნიშნული საქმის წარმოების პროცესში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი შეფასების საგანს არ წარმოადგენს გახმაურებული ისტორიების ნაწილი, რომელიც საკუთარი შინაარსით ადამიანის პირადი ცხოვრებით დაცულ სფეროს ფარგლებში ექცევა და ქცევის ზნეობრიობისა და მორალურობის  შეფასების კატეგორიას განეკუთვნება, რადგან გვწამს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მორალურად მისაღები და რა - მიუღებელი. თუმცა როდესაც ადამიანის ქცევა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ უპატივცემულობაში გამოიხატება, ბუნებრივია, ის ყოველთვის მოექცევა ჩვენი მკაცრი კრიტიკის ქვეშ.

ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ორმაგ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის ფაქტი, რომ თავად ჩვენს შორის ვერ მოვახერხეთ მსგავსი მოვლენების პრევენცია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბოლო მოვლენები, ჩვენი საზოგადოებისთვის ძლიერ ბიძგად იქცეს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაში და აღნიშნულ თემაზე დუმილის დასაძლევად მნიშვნელოვანი გარდატეხის მომტანი აღმოჩნდეს, რადგან  სამწუხაროდ პრობლემა გაცილებით მასშტაბურია. მხოლოდ სპეციალური კანონმდებლობის სრულყოფა ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას და აუცილებელია პრევენციული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლის განხორციელებაშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ქონდეს.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იმ მძიმე სამართლებრივი და სხვა სახის შედეგების გათვალისწინებით, რაც სექსუალური ძალადობის ბრალდებას შეიძლება მოყვეს, მხოლოდ ყოველი ამგვარი შემთხვევის დეტალური შესწავლა იძლევა როგორც სავარაუდო მსხვერპლების სათანადო დაცვის, ასევე სხვა საფრთხეების თავიდან აცილების საშუალებას“, - წერია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^