ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან მომხდარ ფაქტს ეხმიანებიან არამსათავრობო ორგანიზაციები. განცხადებას "ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ.
"ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან “ქართული მარშის” წარმომადგენლების მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტს.
სიტყვის გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. პროტესტის გამოხატვის ფორმები არ უნდა სცილდებოდეს კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ უნდა შეიცავდეს ძალის გამოყენებას.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი და უზრუნველყონ ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
იმავდროულად, მისასალმებელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება ქრისტიან მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საყვედურის გამოცხადების თაობაზე, "- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”
„სამართლიანი არჩევნები" (ISFED)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)
საზოგადოება და ბანკები