
Reuters- ის ინფორმაციით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს. ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებას ედავება. გამოძიების ცნობით, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა უკანონო დაფინანსება ლიბიისგან მიიღო.