Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გენდერული კვოტირების კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

20 მარტი, 2018 13:27

სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის შესახებ მუშაობს, განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტი რამდენიმე დღეში განიხილავს 37,455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიაში განიხილება კანონპროექტის იმგვარი ცვლილება, რომ პროპორციულ სიებში  ყოველი მესამე კანდიდატი იყოს  განსხვავებული სქესის, ხოლო მაჟორიტარებს შორის ყოველი მეექვსე. კანონპროექტის ამგვარი ფორმით მიღების შემთხვევაში, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში გარანტირებულად მხოლოდ 15%-ით გაიზრდება, მაჟორიტარულ ოლქებში ქალი კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში კი 23%-მდე.

გარანტირებული მინიმუმი იქნება არა მხოლოდ არსებული სტატუს კვოს ეკვივალენტი (დღეს საქართველოს პარლამენტის წევრთა 15 პროცენტია ქალი), ხოლო მაქსიმუმი 23 პროცენტით საგრძნობლად ჩამორჩება გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეკომენდირებულ ე.წ. კრიტიკული მასისთვის აუცილებელ 30-40 პროცენტს, "- ნათქვამია განცხადებაში. 

სამუშაო ჯგუფში ამბობენ, რომ მსგავსი სახით კანონპროექტის ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ქალთა წარმომადგენლობის  არსებით ზრდას.

პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს პროპორციულ სისტემაში  ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმომადგენლობას, რაც დღეს არსებული შერეული სისტემის შემთხვევაში, მათი თქმით,  ერთადერთი რეალური გზაა პარლამენტში ქალთა რაოდენობის გასაზრდელად, თუმცა ისიც მხოლოდ 25%-იან  წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.

„მოვუწოდებთ პარლამენტს მხარი დაუჭიროს გენდერული კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას იმ სახით, როგორც ის ამომრჩევლებმა წარადგინეს პარლამენტში, რადგან შემოთავაზებული ალტერნატიული სახით კვოტირების შემოტანა ფორმალურ სახეს მიიღებს და ვერ მიუშვებს, როგორც ქალთა წარმომადგენლობის ზრდის ეფექტური და არსებითი მექანიზმი, "- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^