საქართველოს საპატრიარქო პრეზერვატების ქართულ ბრენდ „აიისას" „მორწმუნე საზოგადოების შეურაცხყოფასა და ღვთის გმობაში" ადანაშაულებს.
„სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია „აიისას“ და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და „რუსთავი – 2“- ის ა.წ. 18 მარტის სიუჟეტი თავისი უტიფრობით სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხდებაში.
საპატრიარქო სახელმწიფოს „რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფისკენ" მოუწოდებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქო აღნიშნავს, რომ „ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები".