Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რელიგიათა საბჭო „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება

23 მარტი, 2018 16:59

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო 19 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრებს გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება 19 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებზე ე.წ. ქართული მარშის თავდასხმის გამო.

საქართველოში, უკვე მრავალი წელია, „რელიგიური გრძნობების“ ირგვლივ პერიოდულად იწყება კამათი დამსჯელობა, მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივები და, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ფიზიკურ თავდასხმებსაც კი.

წესითა და რიგით, ისეთი მოვლენის, როგორიცაა რელიგიური გრძნობა (თუკი ასეთის არსებობას ვუშვებთ), შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის უნდა იყოს საგანგაშო ამბავი.

ჩვენც, რელიგიების წარმომადგენლები, ვგმობთ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფენომენის - რელიგიის ძალადობრივად წარმოჩენას, რომელიც თითქოსდა რელიგიის დასაცავად, ადამიანის დაშინებით, დევნითა და შეურაცხყოფით გამოიხატება.

ჩვენთვის, როგორც რელიგიური თემების წარმომადგენლებისათვის, მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოს ჯანსაღი მიმართულებით განვითარება, რაც ვერ მოხდება ვერც ძალადობისა და დაუსჯელობის სინდრომის პირობებში და ვერც დემოკრატიის უდიდესი მონაპოვრის - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე.

იმედს ვიტოვებთ, რომ შესაბამისი უწყებები ამ საქმეს სამართლიანად განსჯიან და საქართველოში კვლავაც გარანტირებული იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“,- ნათქვამია განცხადებაში. 

19 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ „ქართული მარშის“ წევრები შეიკრიბნენ, მათ ტელევიზიასთან აქცია გამართეს და „რუსთავი 2-ის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ავტომობილს ტელეკომპანიის ეზოში არ უშვებდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გაბუნიამ მათ რელიგიურ გრძნობებს შეუარცხყოფა მიაყენა და ამიტომ ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. 

გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ ქრისტემ შეცდომა დაუშვა, რომ 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა და არა მომავალ 2-3 წელში აჭარის რეგიონში, რადგან ამ შემთხვევაში აჭარაში ხეს ვერ იპოვიდნენ, რომ ქრისტე ჯვარზე გაეკრათ. გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ეს შედარება ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარიდან შეკვეთილში ხეების გადარგვის თემაზე გააკეთა.

განცხადებას უერთდებიან: 

· სახარების რწმენის ეკლესია (ორმოცდაათიანელები)

· ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“

· ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია

· წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია

· საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია

· ქართველ მუსლიმთა კავშირი

· სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველო

· სომეხთაწმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია.

· ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია.

· სომხური კათოლიკე ეკლესია

· ეზიდთა სასულიერო საბჭო

· ევანგელურლუთერული ეკლესია

· საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ხსნის არმია“

· ევანგელური ეკლესია „ურყევი საფუძველი“

· მეგობართა საზოგადოება „კვაკერები“

· დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია

· საქართველოს სვედენბორგიანული საზოგადოება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^