Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვარი და სოლიდარობა - ვინ რატომ დაუჭირა მხარი ზვიად დევდარიანს

23 მარტი, 2018 17:14

პარლამენტმა, მიუხედავად იმისა, რომ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა, მას კენჭი დღევანდელ სხდომაზე მაინც უყარა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოფიციალურად დევდარიანს არ მიუმართავს პარლამენტისთვის, კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და ამიტომ მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე დააყენეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრობაზე ზვიად დევდარიანის კანდიდატურას პარლამენტის სამმა წევრმა დაუჭირა მხარი.

ესენი არიან: ემზარ კვიციანი, გრიგოლ მიქელაძე და გიგა ბუკია. 

„ლიბერალი“ მხარდამჭერ დეპუტატებს დაუკავშირდა. 

გიგა ბუკიას თქმით, დევდარიანის კანდიდატურის მხარდაჭერით მან ერთგვარი სოლიდარობა გამოხატა მის მიმართ. 

„ჩემი აზრით, ზვიად დევდარიანი უსამართლო შეთქმულების მსხვერპლია.  გუშინ შსს-მ განაცხადა, რომ კონკრეტული საჩივარი მის წინააღმდეგ არ შესულა. იქამდე, ვიდრე არ დადასტურდება დანაშაული და არ იქნება მტკიცებულებები, მიმაჩნია, რომ ის გაწირეს. ყველა ჩვენგანს ჰყავს ოჯახი და როცა მტკიცებულებების გარეშე ასეთ რამეს გაბრალებენ, მიუღებელია.  ჩემი ხმა მის მიმართ ერთგვარი სოლიდარობა, მხარდაჭერა იყო.“

გრიგოლ მიქელაძეს „ლიბერალი“ ვერ დაუკავშირდა.

-  „დევდარიანია და იმიტომ. მეტი რა გითხრათ. გვარის გამო. დევდარიანი მყავს ბავშვის ნათლია. არ მიმეცა ხმა ?!" - უპასუხა „ლიბერალს“ ემზარ კვიციანმა შეკითხვაზე, თუ რატომ დაუჭირა დევდარიანს მხარი.

ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა, 17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. 

იმავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა.  

ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობის ბრალდებებს უარყოფს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^