ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დავით მაღრაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა.
უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, დავით მაღრაძე ნობელის პრემიაზე წარდგენილია, როგორც თსუ-ს კურსდამთავრებული და ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების გამგეობის წევრი.
"დავით მაღრაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა - ამბობენ უნივერსიტეტის პრესსამსახურში. - ქართველი პოეტის ლიტერატურული მოღვაწეობა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება. ის იყო ქართული „პენ-კლუბის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი (1991-2010). მისი პოეტური ნაშრომები მსოფლიოს რამდენიმე ენაზე ითარგმნა (გერმანულ, ინგლისურ, იტალიურ, თურქულ, უნგრულ ენებზე და სხვა). მაღრაძის პოეტური კრებულების „უსათაურო“ და “AVE, EVA!” პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. „უსათაუროს“ პრეზენტაციას დაესწრო უნგრელი ქართველოლოგი ჰაინალკა ბაბირაკი, რომელმაც პოეტს მსოფლიო მოქალაქე უწოდა".