ზუგდიდში ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთით.