Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასტუმრო „ლეოგრანდის" საქმეზე ბრალდებულებს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ

25 მარტი, 2018 16:30

სასტუმრო „ლეოგრანდის" საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ სასამართლოს 20-20 ათასი ლარი შესთავაზა, ასევე, თავდებში მყოფი პირების სია წარუდგინა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასტუმრო „ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

მისი განმარტებით, მიქელაძე სასტუმროში ტექნიკურ საწყობს კურირებდა და გამოძიება მას უსაფუძლოდ ედავება.

„ხანძარი ტექნიკურ საწყობში არ გაჩენილა, ხანძარი იყო საქვაბეში, რომლის კონტროლიც მას არ ევალეობდა", - აღნიშნა პაატა ბოლქვაძემ.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^