„ევროპულმა საქართველო" საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობაზე ისევ ნინია კაკაბაძეს წარადგენს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა.
ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წინა კვირას მაუწყებლის ბორდის შესარჩევ კენჭისყრაზე პარლამენტმა ჩააგდო. მხარი 11 პარლამენტარმა დაუჭირა, 40 კი წინააღმდეგ წავიდა.
გასულ კვირას პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ორი ახალი წევრი აირჩია.
კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით წარდგენილმა კანდიდატმა, ბესიკ ლილუაშვილმა პარლამენტის დეპუტატთა ხმების უმრავლესობა (101) მიიღო.
უმრავლესობას სამი კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი სამეურვეო საბჭოს წევრობაზე. ესენი იყვნენ: ია მამალაძე, ზაზა შათირიშვილი და მალხაზ ასლამაზაშვილი.
პარლამენტის მხარდაჭერა ზაზა შათირიშვილმა მიიღო.
ვაკანტურია სახალხო დამცველის კვოტით ასარჩევი კანდიდატის ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში.