26 მარტს მოქალაქე ოთო კიკნაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა სურამში მოჭრილი ხეების ფოტოები, მათ შორის, უმეტესობა ფიჭვია.
როგორც „ლიბერალს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტში განუმარტეს, ხეებს მთავრობის განკარგულებით, ავტობანის მშენებლობის გამო ჭრიან.