თბილისის გენერალური გეგმის განხილვაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ბოზი ქალებივით ყვირიხართ", - საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან", ვატო შაქარიშვილმა ოპოზიციას შეურაცხყოფა მიაყენა.
„მოვიდა შაქარაშვილი, საკრებულოს წარმომადგენელი და მომაყენა შეირაცხყოფა - მიწოდა ბოზი, და დაიწყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა“ - ამბობს ხოშტარია.
მისი თქმით, მას საუბარი თბილისის მერმა კახა კალაძემ გააწყვეტინა.
„ბოლომდე ვითხოვდი სიტყვას იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. როცა იწვევ ამდენ ადამიანს და საჯარო სასამართლოს უწყობ შენივე დაქირავებულ, ხალხის ფულით დაქირავებულ ფირმას. ხალხის შეურაცხყოფაა, როცა განსხვავებული აზრის გამო მერს იმის უნარიც არ გაქვს, რომ 5 წუთი კრიტიკა მოისმინო და შეურაცხყოფა არ მოგაყენოს“ - ამბობს ხოშტარია.
„ახალი საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გენგემაში ინოვაციური ტექნოლოგიები საერთოდ არ არის გამოყენებული, იმიტომ რომ მერიამ ეს ამოცანა [კომპანიას] არ დაუსახა.
„აქ არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მოკალათებულია სავალძელში და მხოლოდ თაივსი ინტერესები აინტეერესებს. მეორე მხრივ, ამ ჯგუფში, უზრდელი ლიფსიტები, ჯერ ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოდიან. ისინი ჩვენ აუცილებლად უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან, რომ დაივბრუნოთ ქალქი და სახელმწიფო" - ამბობს ვაშაძე.