Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: ოზურგეთის პოლიციაში ნასვამი მამაკაცი შეიჭრა და კომპიუტერის მონიტორი დააზიანა

27 მარტი, 2018 16:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოზურგეთში სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, გამთენიისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯ.წ. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში შეიჭრა, სამორიგეო ნაწილში განთავსებული პერსონალური კომპიუტერის მონიტორი დააზიანა და პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ჯ.წ. ადგილზევე დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც დაკავებულმა სამედიცინო დათვალიერება გაიარა.

სამედიცინო დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ დაკავებულს სახის არეში მცირედი ნაკაწრები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. მისი მტკიცებით, ზემოაღნიშნული დაზიანებები მიღებული ჰქონდა დაკავებამდე, ნასვამ მდგომარეობაში წაქცევის შედეგად. დაკავებულმა განაცხადა, რომ პრეტენზია პოლიციის თანამშრომლების მიმართ არ გააჩნდა. დაკავებულს იზოლატორში, არც ერთ ეტაპზე, არც მედპერსონალსა და არც იზოლატორის თანამშრომლებთან რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუხატავს. დაკავებიდან რამდენიმე საათში, ჯ.წ. დროებითი მოთავსების იზოლატორში შეუძლოდ გახდა. იგი თავის ტკივილს უჩიოდა. პოლიციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახა. როგორც ჯ.წ.-მ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს განუმარტა, პოლიციის შენობაში მისვლამდე წაიქცა და სახის არეში დაზიანება მიიღო. აღნიშნული დაზიანება, ასევე, დაფიქსირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის სამედიცინო დათვალიერების ოქმში.

ჯ.წ.-ს მოთხოვნით, პოლიციამ განმეორებით გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაკავებულს სამედიცინო დაწესებულებაში კომპლექსური შემოწმება ჩაუტარდა. ექიმის დასკვნის თანახმად, ჯ.წ.-ს, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სხვა სახის ჯამრთელობის დაზიანება არ აღენიშნება. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^