
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „რუსთავი 2-ს" საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოკადრების გამოყენების გამო გაფრთხილება მისცა.
კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მონიტორინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადების საფუძველზე ჩაატარეს, რომლის შედეგდაც დადგინდა, რომ „რუსთავი 2“-მა გადაცემაში „P.S.“ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მოამბეს“ მიერ მომზადებული კადრები გამოიყენა
„გადაცემა ეხებოდა ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს, რომელმაც იაპონიაში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო. გადაცემაში გამოყენებული იყო სპორტსმენის ჩართვა სკაიპით. სწორედ აღნიშნული მონაკვეთი იყო ნაჩვენები „რუსთავი 2“-ის ეთერში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო წაშლილი ჰქონდა. „რუსთავი 2“-ის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვისას, 15 მარის სხდომაზე კომისიამ მხარეებს მორიგება შესთავაზა და მაუწყებლებს ათდღიანი ვადა მისცა. გამომდინარე იქიდან, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, კომისიამ მსჯელობის შედეგად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა" - ნათქვამია განცხადებაში.