დღეს მერიამ თბილისის გენერალური გეგმის პროექტზე საჯარო შეხვედრა მოაწყო. მერიამ გენგეგმის პროექტზე შენიშვნები წარმოადგინა.
თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი გააკრიტიკა, რასაც არ ეთანხმებოდნენ პროექტის ავტორები.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შეხვედრას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ავტორმა მერაბ ბოლქვაძემ შეხვედრა მერიის მხრიდან გაკეთებული განცხადებების შემდეგ დატოვა და განაცხადა, რომ მერიის წარმომადგენლებმა არ იციან რას ნიშნავს გენგეგმა. მისი თქმით, შენიშვნები და მერიის მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის უსამართლო. „სითი ინსტიტუტი“ გეგმავს, რომ რამდენიმე დღეში მოაწყოს საჯარო განხილვა, სადაც დოკუმენტს საზოგადოებას გააცნობენ და მერიის შენიშვნებს პასუხს გასცემენ.
„უსამართლო კრიტიკაა და არ იციან რა არის გენგეგმა. ეს არ არის პარტიული დოკუმენტი, ეს არის ქალაქის დოკუმენტი. საერთოდ, ჯერ არ მოუსმენიათ ჩვენი აზრი“,- განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.
კახა კალაძის თქმით, გენგეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ქალაქის მთავრობა რამდენიმე დღეში მიიღებს.