Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

translate.ge-ს საავტორო უფლებების გამო ბაზიდან ისიდორე გვარჯალაძის ლექსიკონის ამოღება მოუწია

28 მარტი, 2018 13:28

translate.ge-ს საავტორო უფლებების გამო ბაზიდან ისიდორე გვარჯალაძის ლექსიკონის ამოღება მოუწია. მათი განცხადებით, 2015 წლის მაისში, საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი ისიდორე გვარჯალაძის 1975 წელს გამოცემული ლექსიკონის უნებართვოდ გამოყენებაზე.  2017 წლის 7 აგვისტოს სასამართლომ სრულიად დააკმაყოფილა ასოციაციის სარჩელი და translate.ge-ს დაევალა  გვარჯალაძეების ლექსიკონის ამოღება ვებგვერდის მონაცემთა ბაზიდან.

„translate.ge-ს არასოდეს დაუმალავს რომელი ლექსიკონებისგან შედგებოდა მისი მონაცემთა ბაზა, კერძოდ:

  • 143 305 სიტყვა - ყოვლისმომცველი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი: 2 ტომი. დონალდ რეიფილდი (მთავარი რედაქტორი), რუსუდან ამირეჯიბი, შუქია აფრიდონისძე, ლოურენს ბროერსი, არიანე ჭანტურია, ლევან ჩხაიძე, თინა მარგალიტაძე. ლონდონი: Garnett Press, 2006. ISBN 978-0-9535978-3-4. (გადმოგვეცა თიბისი ბანკის და ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით #წერექართულად პროექტის ფარგლებში, ასევე აღსანიშნავია დონალდ რეიფილდის ოჯახის სურვილი რომ, ლექსიკონი საჯარო გამოყენებაში გადაეცათ ქართველი ხალხისთვის);
  • 70 000 სიტყვა ისიდორე გვარჯალაძის ინგლსურ-ქართული ლექსიკონი - * ამჟამად წაშლილია ბაზიდან
  • 61 000 სიტყვა Common Dictionary Words - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
  • 60 000 სიტყვა სამედიცნო ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
  • 48 000 სიტყვა ეკონომიკური ტერმინების ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
  • 27 000 სიტყვა იურიდიული ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
  • 8 500 სიტყვა მარკეტინგული ტერმინების ლექსიკონი - (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)

სამწუხაროდ, 2-წლიანი სასამართლო დავების შემდეგ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ წლების წინ მონაცემთა ბაზაში შეტანილი ლექსიკონი უამრავჯერ გადამუშავდა, შესწორდა და გამდიდრდა საიტის მომხმარებლების მიერ.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ „ქრაუდსორსინგი", ვიკიპედიით დაწყებული დღევანდელი მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია და translate.ge არის პლატფორმა/საიტი, რომელიც ამ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თვითონ პატივცემული ისიდორე გვარჯალაძის ლექსიკონს გამოყენებული აქვს 11 სხვადასხვა ლექსიკონი იხ: (http://cdn.translate.ge/web/reference.jpg), რომელთა ნაწილზე საავტორო უფლებების არსებობა დიდად საეჭვოა თუ გამორიცხული არა. და 2017 წლის 7 აგვისტოს სასამართლომ სრულიად დააკმაყოფილა ასოციაციის სარჩელი, რის შედეგადაც საიტის ავტორს დაეკისრა 50 000 ლარი ჯარიმა და გვარჯალაძეების ლექსიკონსი ამოღება საიტის მონაცემთა ბაზიდან.

მოგვიანებით შედგა ურთიერთშეთანხმება მხარეებს შორის, რომლის მიხედვითაც გადასახდელი თანხის ოდენობა გახდა 13 400 ლარი, საიდანც 10 000 ლარი უნდა გადაეცეს ოჯახს ხოლო დარჩენილი 3 400 ლარი გადაეცემა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციას.

არავინ ჭკუადმყოფელი, მათ შორის არც translate.ge-ს ავტორი არის წინააღმდეგი საავტორო უფლებების დაცვის, მაგრამ როცა ეს „დაცვა" ხდება შერჩევით, მაშინ თვით ე.წ. „დამცველების" კანონიერება იწვევს სერიოზულ კითხვებს და მწუხარებას რომ მსოფლიოში ამხელა წინსვლების ფონზე, ჩვენს ქვეყანაში არც პარლამენტი და არც პროკურატურა არ ინტერესდება ამ საკითხის რეალურად მოგვარებით და გაურკვეველი წარმომავლობის კორუფციულ ორგანიზაციას აძლევენ უფლებას თვითნებური შერჩევის საფუძველზე გადაწყვიტოს ვინ არღვევს კანონებს და ვინ არა.

P.S. ისიდორე გვარჯალაძის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი ამოღებულია translate.ge-ს მონაცემთა ბაზიდან", - ნათქვამია translate.ge-ს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^