ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, ბოლო 4 წელიწადში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გაწეული ხარჯები 35%-ით შემცირდა.
მათივე ცნობით, 2014-2017 წლებში, საერთო ჯამში სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 123 მილიონი ლარი დაიხარჯა.
როგორც ინფოგრაფიკაზეა მოცემული, ყველაზე მეტი თანხა დედაქალაქის, ხოლო ყველაზე ნაკლები აჭარის სკოლებისთვის იყო გამოყოფილი.