საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული პროფესორი, ზაზა სიამაშვილი ფეისბუქზე ქალებისადმი შეურაცხმყოფელ პოსტს წერს.
„რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი „ვითომ" ქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?! რა გეშველებათ?! შევიწროვება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან! მერამდენე დღეა ვუყურებ და ერთი „შესავიწროვებელი" ვერ დავლანდე.... ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს.... არც ეგ გაქვთ! უკაცრავად, ჩემს სტუდენტებთან, უხამსობას ვერ ავცდი!", - წერს ზაზა სიამაშვილი.
„ლიბერალი“ GIPA-ს დაუკავშირდა და როგორც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, უნივერსიტეტი ემიჯნება და არ ეთანხმება ზაზა სიამაშვილის პოზიციას და ეს მხოლოდ მისი, როგორც ინდივიდის პოზიციაა.
„ეს არის ზაზა სიამაშვილის, როგორც ინდივიდის მიერ გაკეთებული განცხადება, უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის, ის არ არის აფილირებული GIPA-სთან, ის არ არის GIPA-ს პროფესორი, ის არ საუბრობს GIPA-ს სახელით, ის აკეთებს განცხადებას როგორც ინდივიდი. შესაბამისად, უნივერსიტეტს არანაირი ბმა და კავშირი არ აქვს მის პოზიციასთან. ჩვენ ვემიჯნებით ამ განცხადებას და არ ვეთანხმებით“,- განუცხადეს „ლიბერალს“ უნივერსიტეტში.
მათივე განმარტებით, ამ კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირაში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო შეიკრიბება და აღნიშნულ საკითხს განიხილავს.