Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ექიმის თქმით, მოზარდს, რომელზეც ლიფტში იძალადეს, აქვს ტვინის შერყევა და მხედველობის პრობლემა

28 მარტი, 2018 22:25

 ამჟამად, პაციენტს არც ნეიროქირურგიული და არც ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება. გამოსაკვლევად რჩება მხოლოდ თვალი, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსმა ოთარ რუსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, კლინიკაში შეყვანის დროს პაციენტი კონტაქტური იყო, თუმცა თვალისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმის განმარტებით, მოზარდს კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდა.

„ჩვენთან მოყვანისას ბავშვი კონტაქტური იყო. მხედველობა არ ჰქონდა, ანუ უჭირდა მზერა. ჩატარდა თავის და მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია. ჩვენი კლინიკური დიაგნოზი ამჟამად არის თავის ტვინის შერყევა. რამე ანატომიური პრობლემები თავის ტვინში არ აღენიშნება. მუცლის ღრუს ტომოგრაფიის დროს აღმოჩნდა, რომ აქვს რაღაც სითხოვანი. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და ჩვენი კვლევებით დადასტურდა, რომ ეს არ არის ახალი წარმონაქმნი, რომელიც ჩვენ შემთხვევით აღმოვაჩინეთ კვლევების დროს. ამჟამად, პაციენტს არც ნეიროქირურგიული და არც ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება. გამოსაკვლევად რჩება მხოლოდ თვალი. მოვა სპეციალისტი, რომელიც შეაფასებს თვალის მდგომარეობას და გადაწყვეტს, სჭირდება ქირურგიული ჩარევა, თუ კონსერვატიული მკურნალობა. თვალზე სისხლნაჟღენთები აღენიშნება, ასევე სტრანგულაციური ხაზი კისერზე, გულმკერდის მარჯვენა მხარის ზედაპირზე სისხლნაჟღენთებია“, - განაცხადა რუსაძემ. 

-------------------------------------------------------------------------------------------

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შემთხვევა ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოხდა. „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი სკოლიდან ბრუნდებოდა, ლიფტში მასთან ერთად ამჟამად უკვე ბრალდებულიც შევიდა, რომელიც იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა. 

ახლობლების თქმით, ბრალდებულმა ლიფტი სართულებს შუა გააჩერა და ბავშვს ცემა დაუწყო. შემდეგ თავი დაუჭირა და თვალები დაუზიანა, რის შემდეგაგან მოზარდმა მხედველობა დაკარგა.

მოზარდი ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^