Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს - უცნობი პირები ჩვენი სახელით რეკავენ

29 მარტი, 2018 12:57

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მათი სახელით უცნობი პირები აბონენტებს ურეკავენ და ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრებსა და სხვა პირად ინფორმაციას სთხოვენ. კომპანიის განმარტებით, აღნიშნულ ზარებთან კომპანიას კავშირი არ აქვს და ეს ადამიანები არ არიან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, ასეთი ზარის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე. 

“გაცნობებთ, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით უცნობი პირები კვლავ რეკავენ აბონენტებთან და სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას. უცნობი პირები კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით მომხმარებლებს ასევე გარკვეულ ფასად სთავაზობენ HN3-ს დეტექტორების მონტაჟს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას კავშირი არ აქვს და ეს ადამიანები არ არიან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, რაც ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

კომპანია ასევე არ ახორციელებს HN3-ს დეტექტორების მონტაჟს. ნებისმიერი მსგავსი შინაარსის ზარის განხორციელების შემთხვევაში, არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია. ასევე ფაქტის დაფიქსირებისას, გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 40 40 04, 24 საათის განმავლობაში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^