Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთის საგარეო უწყება: საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“

29 მარტი, 2018 14:54

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, საქართველო ჟენევის მოლაპარაკებისას შეეცადა, რუსეთისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა თავის უუნარობაზე, ამასთან საქართველომ უნდა დაიწყოს დიალოგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან და გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

„საქართველო კვლავ შეეცადა, რუსეთისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა საკუთარ უუნარობაზე, რადგან ვერ არეგულირებს ურთიერთობას სოხუმსა და ცხინვალთან. ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა ქართული მხარის არაპროდუქტიულ მცდელობებს, ჟენევის შეხვედრებს იყენებენ თავიანთი იდეოლოგიური კლიშეებისთვის.

საქართველო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მეზობლებთან ნდობის აღდგენაზე, დაიწყოს ჟენევაში პირდაპირი  დიალოგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. მან უარი უნდა თქვას სხვა ქვეყნების წაქეზებაზე მათი მცხოვრებლების სავიზო ბლოკადასთან დაკავშირებით. საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, შეწყვიტოს ამ რესპუბლიკების კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოს NATO-სთან სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. რადგან არ არსებობს გარანტია,  რომ საქართველო  დასავლური იარაღით კვლავაც არ მიმართავს სამხედრო მიდგომას თავის მეზობლებთან. 

27-28 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^