Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა სალუქვაძე: ძალიან საქმიანი შეკითხვები იყო, ვფიქრობ, მერია გენგეგმას მიიღებს

29 მარტი, 2018 21:34

„შეიძლება გენგეგმა 100%-ით არ განხორციელდეს, არც წინა გენგეგმები განხორციელდა, არც სხვა ქალაქებში და ქვეყნებში განხორციელებულა 100%-ით, მაგრამ მაქსიმუმი რომ მიიღოს ქალაქმა, ყველა ჩვენგანი ელოდება ამას“,-  ამის შესახებ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ის ფიქრობს, რომ მერია გენგეგმას მიიღებს. სალუქვაძის თქმით, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, დღეს ძალიან საქმიანი შეკითხვები დაისვა მერიის მხრიდან. მისი განმარტებით, დღეს გარკვევით ითქვა, რომ ის 5 ეტაპი, რაშიც 2 მილიონი ლარია გადახდილი, კარგია.

„ეს იყო შეკითხვები იმ პრინციპულ საკითხზე, რომელიც მართლაც დასაფიქრებელია. ერთია გენგეგმა მიიღოს მერიამ, ჩვენ შემდეგ პასუხისმგებლობას ვიხსნით და ვაბარებთ მერიას, მაგრამ როგორ განხორციელდება ეს გეგმა, ამაზე ყველაზე დიდი საფიქრალია თბილისის მერიის მხრიდან. ძალიან სიმპტომატური იყო ის, რაც ითქვა. ამ კითხვის სახით დასმული, როგორ განვახორციელოთ 100%-ით ის, რასაც თქვენ გვთავაზობთ. შეიძლება 100%-ით არ განხორციელდეს, არც წინა გენგეგმები განხორციელდა, არც სხვა ქალაქებში და ქვეყნებში განხორციელებულა 100%-ით, მაგრამ მაქსიმუმი რომ მიიღოს ქალაქმა, ყველა ჩვენგანი ელოდება ამას“,- განაცხადა სალუქვაძემ.

მან მზადყოფნა გამოთქვა, გარკვეულწილად კიდევ გაითვალისწინონ მერიის შენიშვნები. სალუქვაძის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მერია უკვე სერიოზულად დაფიქრდა, როგორ განახორციელოს გენგეგმა.

დღეს „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ პროექტის განხილვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართა. მათ ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და პროექტის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. განხილვას თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილი და თბილისის საკრებულოს  წევრები ესწრებოდნენ. 

გენგეგმაზე მუშაობა სამი წელია, მიმდინარეობს. ამისთვის თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გადაიხადა. დოკუმენტის 5 ეტაპი დამტკიცებულია, საბოლოო ეტაპზე კი მერიამ ჯგუფი ერთი და იგივე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის 2017 წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა. „სითი ინსტიტუტს“ შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მიეცა. მერიაში ამბობენ, რომ გენგეგმასთან დაკავშირებით მათ კითხვები ჯერ კიდევ აქვთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^