Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთი თბილისს ფაროსანას ხელოვნურად გამოყვანასა და აფხაზეთში გავრცელებაში ადანაშაულებს

30 მარტი, 2018 14:30

„როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელი იულია მელანო მიიჩნევს, რომ აზიური ფაროსანა შესაძლოა, საქართველოში ამერიკულ ლაბორატორიებში ხელოვნურად გამოეყვანათ. ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური არ გამორიცხავს, რომ მწერს ქართული მხარე აფხაზეთში ბიოლოგიური საბოტაჟისთვის იყენებს. მელანომ ამის შესახებ რუსულ გამოცემა „რასისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

იულია მელანოს თქმით, აფხაზურ მხარეს ფაროსანასთან გამკლავება მოკლე ხანში არ შეუძლია. იმის გამო, რომ მწერი რუსეთშიც არ გავრცელდეს, მოსკოვმა სოხუმს რუსეთში ხილის და ხის მასალის ექსპორტი აუკრძალა, ხოლო აფხაზეთში მდგომარეობა კრიტიკული რჩება - თხილის მოსავალი თითქმის განადგურებულია.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საქმე გვქონდეს ბიოლოგიურ საბოტაჟთან“, - უთხრა მელანომ რუსულ გამოცემას. რადგან მისი თქმით, საქართველოში ამერიკული ლაბორატორიებია გახსნილი და იქ რას საქმიანობენ, არავინ იცის. მელანო დასძენს, რომ თუ სხვა მსგავსი მწერი წელიწადში სამჯერ მრავლდება, ეს ფაროსანა შთამომავლობას 6-ჯერ იძლევა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში ხილის, მათ შორის თხილის შეტანა 2 აპრილიდან აიკრძალება. რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახური ვერ აზუსტებს, რამდენ ხანს დარჩება ეს აკრძალვა ძალაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^