Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოშარდვა კამერების წინ - წამალდამოკიდებული ქალი ნარკომანიის ცენტრის წინააღმდეგ

30 მარტი, 2018 16:31

„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ წინააღმდეგ 2017 წლის 28 დეკემბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა წამალდამოკიდებულმა ქალმა ე.გ-მ.

კოალიცია „თანასწორობისთვის" საქმიანობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" იგი ექვემდებარებოდა არაპირდაპირ
დისკრიმინაციას და შევიწროებას (საქმე მომზადებულია საიას მიერ);

კერძოდ, ოთახში, სადაც ექიმი პაციენტს უწერს დოზას, დამონტაჟებულია მონიტორი, რომელზეც ჩანს, თუ როგორ შედის პაციენტი ტუალეტში შარდის ჩასაბარებლად. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, პაციენტებს, რომლებიც შედიან ექიმის ოთახში, შეუძლიათ, დაინახონ მონიტორზე აღნიშნული მოშარდვის პროცესი, რითაც ირღვევა პაციენტის პრივატული სივრცე და კონფიდენციალურობა.

ანგარიშის მიხედვით, ვინაიდან გამოსახულება წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, აღნიშნული კადრები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სამედიცინო პერსონალის გარდა სხვა პირებისთვის.

„ე.გ-ს განცხადებით, ექიმების ოთახში შესული ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია სხვა პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაცია და მათში დაფიქსირებული ინფორმაცია. ექიმის ოთახში შესულ ნებისმიერ პირს თავისუფლად შეუძლია, სხვა პაციენტის დოკუმენტები აიღოს, მათში ჩაიხედოს და მიიღოს გარკვეული ინფორმაცია (მათ შორის, პაციენტის სახელი და გვარი, მეტადონის დოზა და ა.შ.).

პაციენტების თქმით, ეს ხდება იმიტომ, რომ ექიმების ოთახში ერთად ყრია ყველა პაციენტის საბუთი და ისინი არ არის შენახული ცალკე გამოყოფილ ადგილას. შესაბამისად, ყველას, ვინც ოთახში შევა, შეუძლია, ნახოს, ჩართულია თუ არა ესა თუ ის პაციენტი მეტადონის პროგრამაში და რა დოზით იღებს მეტადონს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ცენტრში წამალდამოკიდებული ქალების დისკრიმინაციის სხვა პრობლემები

გარდა ზემოაღნიშნული პრობლემისა, ე.გ. (მსგავსად სხვა წამალდამოკიდებული ქალებისა),„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ქავთარაძის ფილიალში მკურნალობისას, ხდებოდა არაპირდაპირი დისკრიმინაციის მსხვერპლი.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კერძოდ, წამლის მისაღებად კლინიკაში მისულ ქალებს და კაცებს ერთ რიგში უწევთ დგომა. ქავთარაძის ფილიალში, ისევე, როგორც სერვისის მიმწოდებელ სხვა კლინიკებში, არ არის ცალკე შესასვლელი ქალებისათვის. ნარკოტიკების მომხმარებელი კაცები წამალდამოკიდებული ქალების მიმართ აგრესიულები არიან და ხშირად ისმის მათი მხრიდან დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი განცხადებები.

აგრესიის მიზეზია წამალდამოკიდებულ ქალებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული განსაკუთრებული სტიგმა. მიიჩნევა, რომ წამალდამოკიდებული ქალები სათანადოდ ვერ ასრულებენ საკუთარ გენდერულ როლს, არ არიან სამაგალითო დედები, შვილები, დები ან მეუღლეები. მათ მიმართ მოქმედებს ორმაგი სტანდარტი კაცებისგან განსხვავებით, რომელთა შემთხვევაშიც ნარკოტიკის მოხმარება ნაკლებად სტიგმატიზებულია. წამალდამოკიდებული ქალებისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულება შეინიშნება არა მხოლოდ იმ პირებისგან, რომლებიც არ მოიხმარენ ნარკოტიკებს, არამედ ნარკოტიკების მომხმარებელი მამაკაცებისგანაც.

მათ თვალში ნარკოტიკის მოხმარება მამაკაცისთვის მისაღები ქცევაა, ხოლო ქალი, რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს, ღირებულებას კარგავს, რადგან არ ემორჩილება საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული ქცევის ნორმებს. შედეგად, წამალდამოკიდებულ ქალებს უწევთ ცხოვრება ორმაგი სტიგმატიზაციისა და ჩაგვრის პირობებში - როგორც მათი სქესის, ისე წამალდამოკიდებულების გამო.

მეტადონის პროგრამაში ჩართული ქალების ნაწილი, კაცების მხრიდან შევიწროებისა და, ასევე, იმ ფაქტის გამო, რომ ქავთარაძის ფილიალში შესაძლებელია გამჟღავნდეს მათი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, მედიკამენტის დოზა) და ნარკოდამოკიდებულების ფაქტი, ხშირ შემთხვევაში, უარს ამბობს მკურნალობაზე და პროგრამას ეთიშებიან, რაც უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარდა მამაკაცების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რაც მეტადონის პროგრამაში ჩართული ქალებისთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს, ე.გ-ს ქავთარაძის ფილიალში მეტადონის რიგში დგომის დროს მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, შემთხვევა მოხდა კლინიკა „ურანტში" ე.გ-ს გადასვლამდე, 2016 წელს. მამაკაცმა (მისი ვინაობა უცნობია), რომელიც ელოდებოდა საკუთარი წამლის დოზას, ვერ აიტანა ის ფაქტი, რომ ნარკომომხმარებელმა ქალმა გაბედა რიგის დარღვევა და მას ყური ისეთი სიძლიერით აუწია, რომ ე.გ-ს სისხლი წამოუვიდა.

მამაკაცმა გააფრთხილა ის, რომ დალოდებოდა, სანამ ყველა არ მიიღებდა მედიკამენტს და ყველაზე ბოლოს მისულიყო წამლის ასაღებად. დაცვისგან ამ ფაქტს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

„შემდგომში კლინიკის წარმომადგენლებმა ე.გ-ს შესთავაზეს, თუ მისი სურვილი იქნებოდა, მოძალადეს სხვა ფილიალში გადაიყვანდნენ, თუმცა, მან უარი განაცხადა, რადგან არ უნდოდა, მისი მიზეზით მომხდარიყო მამაკაცის სხვაგან გადაყვანა. იგი შიშობდა, რომ შესაძლოა ამას კიდევ უფრო დიდი აგრესია წარმოეშვა მისი მისამართით სხვა ბენეფიციარი მამაკაცების მხრიდან, თანაც ერთი მამაკაცის გარიდება ქავთარაძის ფილიალიდან არ შეცვლიდა არსებულ სიტუაციას. ე.გ. და სხვა ბენეფიციარი ქალები ადმინისტრაციას სთხოვდნენ, უზრუნველეყოთ სხვა შემოსასვლელი ქალებისთვის, რითაც მოგვარდებოდა რიგის პრობლემა _ ქალებს და მამაკაცებს აღარ მოუწევდათ ერთ რიგში დგომა. ასევე, ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით, საუბარი იყო განრიგის შემოღებაზე (პირობითად, 10.00-დან 14.00 საათამდე მხოლოდ ქალებს ევლოთ კლინიკაში წამლის მისაღებად, მამაკაცები კი სხვა დროს მისულიყვნენ), მაგრამ კლინიკის წარმომადგენლებმა ამაზეც უარი განაცხადეს. კლინიკაში ე.გ-ს განუცხადეს, რომ არ აქვთ პერსონალის დამატების სახსრები, რათა რიგის პრობლემები მოწესრიგდეს. ამის შემდეგ, 2016 წლის 3 მარტს, ე.გ. გადავიდა კერძო კლინიკა „ურანტში",- ვკითხულობთ ანგარიშში.

საქმე ამჟამად სახალხო დამცველის მიერ განხილვის პროცესშია. 

ნარკომომხმარებელი ქალები სტიგმისა და ძალადობის უწყვეტ ციკლში

სამედიცინო მომსახურება წამალდამოკილებული ქალებისთვის - ზრუნვის პლატფორმის შეფასება

რეფორმას შეუძლია ნარკოპოლიტიკის სფეროში გენდერული უთანასწორობის შემცირება - დოკუმენტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^