Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციელის შეურაცხყოფისთვის სანქციის გაზრდას ეწინააღმდეგება

30 მარტი, 2018 18:17

მთავრობის ინიციატივა, რომელიც პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფისთვის ფულადი სანქციის 1000-4000 ლარის ფარგლებში გაზრდას ითვალისწინებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დისკუსიის ფონზე განიხილებოდა. საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე.

უმრავლესობის დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი სანქციის გაზრდას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ამ საკითხს უფრო ფაქიზი მიდგომა სჭირდება. მან წინა ხელისუფლების გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის მიზეზი რეპრესიული პოლიცია იყო.

„საზოგადოებას დღესაც აქვს ტკივილი და არ მინდა, რომ ეს გავაგრძელოთ. მე მჭირდება ხედვა, თუ რატომ არის სანქციის გაზრდა აუცილებელი. არ იქნება სწორი, თუ კანონში წარმოდგენილ ცვლილებას ხუთი ხულიგანის გამო შევიტანთ”,- აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საკანონმდებლო წინადადების მთავარმა მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღევანდელ სხდომაზე სანქციის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებენ და ეს სერიოზული გამოწვევაა. ამიტომ სამართალდამცველებს დაცვა სჭირდებათ.

„სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს დაცვა სჭირდებათ. საჭიროა შეიქმნას დაცვის ეფექტური მექანიზმი, თუნდაც ეს იყოს სანქციის გაზრდა. ჯარიმის გაზრდა საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანებმა არ თქვან: მოდი პოლიციელს შევაგინებ, გადავიხდი 250 ლარს და ხვალ ისევ შევაგინებ”,- განაცხადა მეზვრიშვილმა ლევან გოგიჩაიშვილის პასუხად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^