„ვულოცავ მთელ საქართველოს რეფერენდუმის დღეს, ვუსურვებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას“- გიორგი კვირიკაშვილი 1991 წელს გამართულ რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„1991 წლის 31 მარტი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში - ამ დღეს გამართული რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და განსაზღვრა საქართველოს მომავალი.
ქართველ ხალხს არასოდეს უღალატია თავისუფლების იდეისთვის - 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ამ იდეას ხორცი შეესხა და დამოუკიდებლობის აქტის მიღებით საქართველომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.
დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის ურყევი ნება გამოჩნდასწორედ 31 მარტის რეფერენდუმზე - ჩვენმა ხალხმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, ხმა მისცა ქვეყნის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.
ამ ისტორიული დღის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო, რომელსაც დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა.
ვულოცავ მთელ საქართველოს რეფერენდუმის დღეს, ვუსურვებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას“,-ნათქვამია პრემიერის გაცხადებაში.