დღეს რუსთაველის გამზირზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას თქმით, აქციის მიზანია ხელისუფლებას პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიება აიძულონ. მისი თქმით, ის აპირებს მიმართოს ევროსასამართლოს და ამისთვის გროვდება ხელმოწერები, რასაც დაურთავენ ევროსასამართლოს მიმართვას.
„ფაქტია რომ არცერთ საგამოძიებო უწყებას ამ საქმის გამოძიების სურვილი არ გააჩნია, ისინი ცდილობენ ამ საქმის მაქსიმალურად გაჭიანურებას და ხელს გვიშლიან ჩვენი ელემენტარული, კანონიერი უფლებების განხორციელებაში. მაგ: ჩვენ დღემდე ვიბრძვით, რომ გადმოგვცენ საქმის მასალები“, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
1991 წლის 31 მარტს საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. მოსახლეობის 98%-მა, დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.