Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელისაშვილი ირაკლი ქორიძის შეწყალებაზე: ამ საქმეზეც მტკიცებულებები არადამაჯერებელი იყო

02 აპრილი, 2018 18:47

„ვანო ზარდიაშვილმა ჰკითხოს ეკა ბესელიას, რომელიც 2014 წელს იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, [შეწყალების კომისიის] უზარმაზარი დასკვნა გამოგვიგზავნა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ქორიძე იყო პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. ბესელიას ჰკითხოს, გაუგზავნა თუ არა მარგველაშვილს ქორიძის შეწყალების თხოვნა“, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბესელიას არა მხოლოდ დასკვნა ეწერა, არამედ წერილითაც მიმართა პრეზიდენტს და შეწყალების რეკომენდაცია გაუწია ქორიძეს.

„ეს საქმე ჩვენ 2-ჯერ გადავდეთ, დეკემბრის სხდომაზე კენჭი არ ვუყარეთ, თუმცა რამდენიმე საათი ვმსჯელობდით მასზე და შემდგომ იანვარში, რაც მართალია მართალია, შეწყალების კომისიამ მისცა რეკომენდაცია ამ საქმეს. რეკომენდაცია მივეცით იმიტომ, რომ, როგორც სააკაშვილის დროს ძალიან ბევრ საქმეზე, ამ საქმეზეც ძალიან არადამაჯერებელი მტკიცებულებები იყო“, - ამბობს ელისაშვილი.

პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ  ბოდიში აქვს ყველა იმ ადამიანს მოსახდელი, ვინც ამტკიცებდა, რომ [ირაკლი] ქორიძეს და „ბახალას" [გიორგი გიორგანაშვილი] ნარკოტიკი ჩაუდეს. 

„დაუმსახურებლად სასამართლოს ქვები და პოლიციას ტალახი ესროლეს. რეიტინგულ ტელეგადაცემებში სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებდნენ. შსს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა დაახლოებით 10 000 ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდათ საქართველოში. სამწუხაროა, ასევე ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტი მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალების საკითხებში.

„თეთრი ხმაურმა“ და პლატფორმამ, რომლებიც ნარკოპოლიტიკის პროცესში აქტიურად ცდილობენ ჩართვას, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და საკითხები ობიექტურად შეაფასონ.

ქართულ საზოგადოებაში სახელმწიფოში ნარკოტიკების გამსაღებლები ყოველთვის იქნებიან ე.წ ბარიგებად მოხსენიებულნი და მათ მიმართ უმკაცრესი სასჯელი იქნება მზად," - ამბობს ვანო ზარდიაშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^