ორგანიზაცია სიდა-ს ყოფილი დირექტორი, ზვიად დევდარიანი, რომელიც ქალთა მოძრაობამ ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.
ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. პირველ არხს ინფორმაცია კომპანია „გაბუნია და პარტნიორებიდან“ აცნობეს.
დევდარიანი პრესკონფერენციას ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ ქალთა შევიწროებაში დაადანაშაულა. ზვიად დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ ის მოძალადე არასოდეს ყოფილა.