Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაში: კულტურული ძეგლების დაცვისთვის მიმდინარე პერიოდში მასშტაბური პროექტები ხორციელდება

02 აპრილი, 2018 22:39

„მე გამიჭირდება შევაჯამო ყველა ის წარმატება და შედეგი, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე არის მიღწეული, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროექტები ხორციელდება მიმდინარე პერიოდში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა. პარლამენტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულის სააგენტოს ორწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

„231 ისტორიულ ძეგლზე უკვე დასრულდა ან სრულდება სარეაბილიტაციო საქმიანობა საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და ბანკი „ქართუს“ თანადაფინანსებით. ასევე უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო არქეოლოგიური კვლევების პროექტებმაც. საერთო ჯამში 34 არქეოლოგიურ ექსპედიციაზე 650 ათასი ლარის დაფინანსება არის უზრუნველყოფილი. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო მნიშვნელობის ძეგლების რესტავრაცია დასრულებულია ან მიმდინარე წელს დასრულდება.

მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროექტები ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძეგლებზე - აწყურის, გელათის, კუმურდოს, ნიკორწმინდის, თბილისის მეტეხის, ატენის სიონის, ანჩისხატის, მცხეთის მცირე ჯვრისა და სხვა ტაძრებსა და სამონასტრო კომპლექსებზე. სრულად არის რეაბილიტირებული ნოღას ციხე და სრულდება გეგუთის სამეფო სასახლისა და ნოქალაქევის ისტორიულ ტერიტორიაზე რესტავრაცია-კონსერვაცია და არქეოლოგიური შესწავლა. მეტწილად დასრულებულია ვარძიის გადაუდებელი გამაგრებითი პროცესი და სრულადაა რესტავრირებული 2016 წელს ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის უნიკალური კედლის მხატვრობა.

2 მეზობელ სახელმწიფოსთან - თურქეთთან და სომხეთთან ზიარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე, დარგის სპეციალისტები უკვე შეუდგნენ ერთობლივ მუშაობას.

განსაკუთრებული წარმატებები იქნა მიღწეული საერთაშორისო ასპარეზზე. მხოლოდ მცხეთის და გელათის დაბრუნება იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი კულტურის უწყება ყოფილიყო წარმატებული ბოლო პერიოდში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნდა მცხეთის ისტორიული ძეგლები და გელათის მონასტერი.

იუნესკოს მიერ ქართული ანბანის აღიარება ასევე ისტორიული და საამაყო მოვლენა იყო 2016 წლის ბოლოს და ჩვენ კიდევ არა ერთი მატერიალური და არამატერიალური კულტურული ძეგლების აღიარების პროცესში ვართ იუნესკოს და საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან და დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ასევე გვექნება არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება.

ეს უაღრესად დიდი მიღწევა იყო და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ უაღრესად რთულ პროცესში.“

მარიამ ჯაშმა უახლოეს პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებულ გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს სააგენტოს მუზეუმების სიას გრაკლიანის არქეოლოგიური საიტის თანამედროვე მუზეუმიც შეემატება, სოფელი ჩაჟაში და მუცო უახლოეს 2 წელიწადში სრულად დაიბრუნებენ ავთენტურ იერსახეს. რეკონსტრუქცია უტარდება დადიანების სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიას ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის უნიკალურ ტურისტულ ზონად ქცევის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული", - განაცხადა ჯაშმა.

მარიამ ჯაშის სიტყვით გამოსვლის ტექსტს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^