Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვაჭანტირაძე: ასეთ „არჩევნებში" იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას მხარს ვერ დავუჭერ

03 აპრილი, 2018 0:33

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ომბუდსმენს საზმაუს ბორდის წევრად საკუთარი კვოტით ასარჩევად უნდა დაესახელებინა არა ერთი, არამედ ორი კანდიდატურა მაინც და პარლამენტისთვის უნდა მიეცა საშუალება ამ ორ კანდიდატს შორის არჩევანი თავად გაეკეთებინა.

მისი თქმით, სახალხო დამცველმა შეცდომა დაუშვა, რასაც შეიძლება არასასურველი განვითარება მოჰყვეს.

„მითუმეტეს, რომ სხვადასხვა კანდიდატს სხვადასხვა ანგარიშგასაწევი ორგანიზაცია უწევდა რეკომენდაციას. სახალხო დამცველმა მხოლოდ თავისი თანამშრომელი წარმოადგინა ასარჩევად და დემონსტრაციულად, მხოლოდ კანდიდატების მხარდამჭერთა ერთი ნაწილის მხარე დაიჭირა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მაქვს წამოყენებული კანდიდატურის საწინააღგმდეგო, ასეთ „არჩევნებში" მე მას მხარს ვერ დავუჭერ და ზუსტად ვიცი, ბევრ ჩემს კოლეგას იგივე პოზიცია აქვს დღეისათვის", - ამბობს კვაჭანტირაძე. 

ომბუდსმენმა საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარადგინა.

„სახალხო დამცველის კანდიდატი იზაბელა ოსიპოვა თავად წარმოადგენს ეროვნულ უმცირესობას. მისი კანდიდატურა ერთხმად იყო მხარდაჭერილი საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გაბედული და პრინციპული საქმიანობის. კარგად იცნობს საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ გამოწვევებს, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკური თემის წინაშე დგას და მზად არის მათი ინტერესების დასაცავად." - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^