Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: სასამართლოს დევდარიანის და მისი ოჯახის ღირსების შელახვის გამო მივმართავთ

03 აპრილი, 2018 13:41


ზვიად დევდარიანის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას თქმით, არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა ზვიად დევდარიანის მიმართ, არ დარჩება რეაგირების გარეშე.  

მისივე თქმით, ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არიან ყველა უწყებასთან სათანამშრომლოდ, საქალაქო სასამართლოში კი დევდარიანისა და მისი ოჯახის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მოთხოვნით სარჩელი შევა. ადვოკატი ამბობს, რომ დევდარიანი მედიაგამოცემებებს არ უჩივის და სარჩელის ადრესატი კონკრეტული ადამიანები არიან, ვინც, გაბუნიას აზრით, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

მისივე თქმით, ამავდროულად, ზვიად დევდარიანი საგამოძიებო უწყებას თავადაც მიმართავს განცხადებით, კერძო და პირადი კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის გამოძიების მოთხოვნით. 

„ჩვენ ამ კონკრეტული საქმით გვსურს, ერთხელ და სამუდამოდ გაივლოს ხაზი შანტაჟს,  მუქარასა და დანაშაულებრივ ქმედებას შორის. სად გადის ეს ზღვარი.

ამისთვის ვაკეთებ შემდეგ განცხადებას.  

მივმართავ შსს-ს, რომელმაც ფაქტზე ადევნების მუხლით აღძრა საქმე. დაუყოვნებლივ მიგვიწვიოს საგამოძიებო უწყებაში, თუნდაც დღეს, თუნდაც ხვალ, ჩვენ   მზად ვართ გასაუბრებისთვის, რათა დავასაბუთოთ ჩვენი პოზიცია.

მეორე, საკმაო ხანია გასული მას შემდეგ, რაც  ფაქტზე საქმეა აღძრული და ჩვენ მოთმინებით ველოდით, რომ  გამოჩნდებოდნენ ადამიანები მათი შელახული უფლებების დაცვის მოთხოვნით, თუმცა მსგავსი რამ არ მომხდარა.  

თუ ისინი არ მიდიან თავად გამოძიებაში, მაშინ ჩვენ თვითონ ვამხელთ ყველა იმ პირს, რომლებმაც აფილირებული  ჯგუფების  ანგაჟირების შედეგად გააკეთეს ესა თუ ის განცხადება და თითოეულ სიტყვაზე მოვითხოვთ უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს.

ამასთან, ვაპირებთ, საქალაქო სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი დევდარიანის და მისი ოჯახის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მოთხოვნით.  ჩვენ არ ვუპირისპირდებით მედიას, არ ვუპირისპირდებით კონკრეტულ გაერთიანებას და კონკრეტულ პირებს.

მივმართავთ სამართალდამცავებს, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინც შელახა დევდარიანის კონკრეტული სამართლებრივი უფლებები, რომელიც არის გაწერილი სსს კოდექსით. კონკრეტულად, ესა არის პირადი მიმოწერის საიდუმლოებების დარღვევა” .

მისივე თქმით, დევდარიანის საქმე უნდა გახდეს პრეცედენტი, რომ მომავალში ყველა კონკრეტულმა პირმა იცოდეს, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლებების „ხელაღების შელახვა, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, პირადი მიმოწერის გასაჯაროება და ოჯახის ღირსების შელახვა სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩება.”  
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^