Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვიციანის ინიციატივა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სასჯელს ითვალისწინებს

03 აპრილი, 2018 21:58

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტს სთავაზობს საკანონმდებლო პროექტს, რომლის მიხედვით რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. დეპუტატის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.

ემზარ კვიციანის ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება სპეციალური მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთ წლამდე.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორ წლამდე. კანონპროექტის ავტორის თქმით, საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებულია მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და წმინდანების შეურაცხყოფა. სწორედ ეს გახდა მისი ინიციატივის საფუძველი.

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორის ზვიად ტომარაძის თქმით, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს ემზარ კვიციანმა წარუდგინა, მისი მომზადებულია. ზვიად ტომარაძე ასეთივე კანონპროექტის ავტორი იყო 2016 წელსაც. მაშინ მისი ინიციატივა პარლამენტს „ქართული ოცნების“ წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა წარუდგინა.

სოსო ჯაჭვლიანის მიერ წარდგენილი კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ადმინისტრაციული წესით სჯიდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ის პირველი მოსმენით 2016 წლის 2 თებერვალს განიხილა და მხარიც დაუჭირა.

ჯაჭვლიანის კანონპროექტის მიხედვით, პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევდა დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარი იქნებოდა. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვაზე კი 500 ლარიანი ჯარიმა უნდა ყოფილიყო. მის მიღებამდე სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი უკან გაითხოვა.

მაშინ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა სამოქალაქო პლატფორმამ „არა ფობიას“. „გამოვხატავთ უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტისადმი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი მნიშნელოვნად შეზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში და კიდევ უფრო მეტად შეავიწროვებს რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას ქვეყანაში.“ - ნათქვამია სამოქალაქო პლატოფრმის მიერ 2016 წელის 3 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე დასჯის შემოღებას 2013 წლის ნოემბერში ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროც. რომლის ინიციატივაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის პირის დაჯარიმებას ითავლისწინებდა. პარლამენტმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ინიციატივა საბოლოოდ არც მაშინ გაიზიარა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^