
„ჩემზე ყველაფრის დაბრალება ისე, რომ არანაირი არგუმენტი არ გვქონდეს, ვფიქრობ, მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მიხეილ ჩინჩალაძემ.
მისი თქმით, იმ ბრალდებებს, რომელიც მის მიმართ აქ უარგუმენტოა, რეალობასთან არანაირი საერთო არ აქვს, მას კი არც სურვილი აქვს და არც ბერკეტი იმისათვის, რომ მოსამართლეებზე რამე გავლენა მოახდინოს.
„როდესაც ადამიანი რაიმე საკითხს აყენებს, მას უნდა ჰქონდეს თავისი არგუმენტები. რა გავლენა უნდა მქონდეს მე?! მე არ ვარ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. რაც შეეხება, ბოლო არჩევნებს, ათასგვარი მითქმა-მოთქმა იყო. მათ შორის, ამბობდნენ იმას, რომ ერთ-ერთი მამაკაცი წევრი გიორგი ტყავაძე გადიოდა და რაღაც საკითხების არასწორი ინტერპრეტირება მიდიოდა.
აღმოჩნდა, რომ სხვა კანდიდატი გავიდა. შესაბამისად, ჩემზე ყველაფრის დაბრალება ისე, რომ არანაირი არგუმენტი არ გვქონდეს, ვფიქრობ, მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა და ამას რეალობასთან არანაირი საერთო არ აქვს. არანაირი ბერკეტი მე არ მაქვს, რომ მოსამართლეებზე რამე გავლენა მოვახდინო და არც სურვილი, რა თქმა უნდა”, - განაცხადა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მიხეილ ჩინჩალაძემ , - „მე ვარ სისტემის ერთ-ერთი მოსამართლე. დანარჩენი არის აბსურდი. თან გულსატკენია, როდესაც საბჭოს წევრ, არამოსამართლე წევრზე მაქვს საუბარი, ვინც ყოველ ინტერვიუში აპელირებს ჩემზე (მათ შორის ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე). როდესაც საბჭოს წევრი ისეთ სტანდარტს აწესებს, ყოველგვარი მტკიცებულებისა და არგუმენტის გარეშე ათასგვარ გავლენებს მაბრალებს მე, ამას უნდა დასაბუთება. ეს ძალიან ცუდია. ამას სასამართლო კორპუსი ხედავს და საბჭოს წევრები, ყოველგვარი დასაბუთება იქნება თუ მტკიცებულება, ჰაერზე საუბრობენ“.