Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა გიგი უგულავას პოსტის გამო ომბუდსმენს მიმართეს

04 აპრილი, 2018 19:24

საჯარო რეესტრის თანამშრომლები საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგი უგულავას საჯარო განცხადებაზე და უზრუნველყოს ქალთა პატივისა და ღირსების დაცვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ სახალხო დამცველის აპარატში დაუდასტურეს. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

`მიმდინარე წლის 28 მარტს, პოლიტიკური გაერთიანება ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ სააგენტოს თანამშრომლებს საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა. მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში საჯარო რეესტრის თანამშრომლები  დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენია, როგორიცაა: „სამარცხვინო ქალი“, „ქალი დეკორაცია“, „გაბადრული ქალი“.

გაკეთებულ განცხადებაში სიძულვილის ენით გაჟღენთილი და დამამცირებელი ზემოაღნიშნული ეპითეტები წარმოადგენს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და მიმართულია საჯარო რეესტრში დასაქმებული ადამიანების პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვისაკენ. საჯარო პირის მიერ სქესის ნიშნით  ქალთა გამორჩევა და მათ მიმართ ასეთი დამამცირებელი, სალანძღავი სიტყვების გამოყენება წარმოადგენს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის საჯაროდ წახალისებას.

გიგი უგულავა ამ სიტყვებით მოიხსენიებს მისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს, რომლებმაც ნაყოფიერი 5 წლიანი მუშაობის შემდეგ ერთობლივი ფოტო გადაიღეს და ღიმილით დაუდასტურეს პატივისცემა ყოფილ ხელმძღვანელს- პაპუნა უგრეხელიძეს.

სოციალურ ქსელში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული ქალების მიმართ წარმოებულ კამპანიას რაც არ უნდა იყოს მისი წარმოების რეალური მოტივი, ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ როლს, ამკვიდრებს გენდერულ დისკრიმინაციას, აღვივებს სტიგმას და სტერეოტიპებს, რაც განაპირობებს ქალების მარგინალიზაციას და ხელს უწყობს საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების ფორმირებას.

ვიმედოვნებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები ადეკვატურ შეფასებას მისცემენ საჯარო რეესტრში დასაქმებული ქალების მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ საჯარო განცხადებებს, ხოლო მედიასაშუალებები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდიან და ობიექტურად გააშუქებენ საჯარო რეესტრში დასაქმებული თანამშრომლების პოზიციას და მიმდინარე მოვლენებს, "- ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^