ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს 5 000 ევროს ექვივალენტი ლარი გამოუყო.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში ნათქვამიa, რომ ამ თანხით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უნდა აღსრულდეს.
ევროსასამართლომ საქართველოს ვანო მერაბიშვილისთვის კომპენსაციის სახით 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის 28 ნოემბერს მიიღო. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.
„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი 51 მუხლის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას. ადგილი ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.