„თავისუფალი გაკვეთილების“ ნაცვლად აპრილიდან სკოლებში „სასკოლო აქტივობების პროგრამა“ დაიწყება.
„სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში პროექტების დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა.
პროგრამა შინაარსობრივად დაახლოებით იგივე იქნება, როგორც „თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამა იყო. უფრო კონკრეტულად კი, პროექტი ითვალისწინებს გრანტების გაცემას და სხვადასხვა მიმართულების სასკოლო ინიციატივების დაფინანსებას. პროექტის განხორციელებისთვის პროექტში ჩართული მასწავლებელი და ადმინისტრაცია ხელფასს აიღებენ. აპრილიდან დაიწყება სკოლებში წრეების ჩამოყალიბება. თითო წრისთვის 1000 ლარი იქნება განსაზღვრული.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს.
დასაფინანსებლად წარმოდგენილი პროექტი მორგებული უნდა იყოს იმ მოსწავლეების ინტრესებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც 2017-2018 სასწავლო წლის ფარგლებში ირიცხებიან მე-7, მე-8 და მე-8 კლასებში.
პროექტის დაგეგმვა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებების ფარგლებში:
- სპორტი
- კულტურა/ხელოვნება
- ინტელექტუალურ-შემეცნებითი
პროექტის ფარგლებში სახელფასო ფონდის არსებობის შემთხვევაში, სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურებისთვის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთ აკადემიურ საათში 10 ლარს.
იხილეთ დოკუმენტი: