Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის პატიებას ითხოვს

06 აპრილი, 2018 18:20

პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერის გამო საზოგადოების იმ ნაწილს ვისთვისაც მისი ეს გადაწყვეტილება შერაუცხმყოფელი იყო პატიებას სთხოვს. 

ნინია კაკაბაძე მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად აირჩია. 

"პატიებას ვთხოვ საზოგადოებას, ვინც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება ნინია კაკაბაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ჩემი გადაწყვეტილება ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებული კანდიდატის არჩევას... თუმცა, სამწუხაროდ დიდი რეაქცია მოყვა ამ ნაბიჯს ჩვენი საზოგადოების მხრიდან და გადავწყვიტე რამდენიმე სიტყვით მომემართა.

20 წელია ვცდილობ ჩემ ქვეყანას და ეკლესიას საქმით დავუმტკიცო სიყვარულიც და პატივისცემაც. ძალიან მერიდება საკუთარ თავზე საუბარი რომ მიწევს... მაგრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შემაძლებინა იმ პროფესიონალურმა გზამ და პროგრამებმა - იმუნიზაციის, შიდსის, მალარიის, C ჰეპატიტის თუ სოლიდარობის ფონდის - რომელთა უკან ვიდექი პირველი ან სულ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. საყოველთაო ჯანდაცვის დოკუმენტიც, ისე მოხდა, რომ ჩემი ხელმოწერით გაიგზავნა მთავრობაში, მაგრამ ამ პროგრამის სათავეებთან ბევრი ადამიანი ვიდეგით დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით.

ზუსტად ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შექმნის იმედი მაქვს დღეს უკვე განათლების, მეცნიერების და კულტურის მიმართულებებით.

სისტემურ რეფორმებთან ერთად ვცდილობ სამივე სფეროში ჩვენი ეკლესიის როლი წარმოჩინდეს ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობით, რომელსაც ჩვენი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 17-საუკუნოვანი ნამოღვაწარით იმსახურებს.

პარლამენტში არჩევის პირველივე დღეებიდან არ მოვრიდებივარ ერთგვარად ტაბუ-დადებული თემის - სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების თუ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ეკლესიასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლებლობის წარმოჩინებას, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი.

და იმ ყველა მასშტაბურ საკითხს შორის, რომელზეც თანამოაზრეებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობ და რომელიც მალე გახდება ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი - ნინია კაკაბაძის არჩევის საკითხი არ ჩამითვლია ესოდენ პრინციპულად.

მიუხედავად ამისა, თუ ჩვენმა საზოგადოებამ შეურაცხოფად მიიღო ჩემი ნაბიჯი - საზოგადოების ამ ნაწილს პატიებას გთხოვთ..."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^