Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობამ საპატრიარქოს კახეთში 13 მიწის ნაკვეთი 49 წლით გადასცა

10 აპრილი, 2018 12:01

საქართველოს მთავრობის N2148 განკარგულებით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას სოფელ იყალთოში, შუამთასა და ახალ შუამთაში 13 მიწის ნაკვეთით და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით სარგებლობის უფლება უსასყიდლოდ 49 წლით გადასცა. 

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას უძრავი ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცა (უზუფრუქტი  - უძრავი ნივთის გადაცემა სარგებლობაში ისე, რომ უზუფრუქტუარი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ გამოიყენოს ეს ნივთი, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით მას არ შეუძლია ნივთის გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა ან მემკვიდრეობით გადაცემა).

5 აპრილს გამოქვეყნებული განკარგულებით გაწერილია სარგებლობაში გადაცემის პირობები. კერძოდ, მართლმადიდებელი ეკლესია ვალდებულია, უზრუნველყოს:

  • განკარგულებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა;
  • უძრავი ქონებისა და მასზე არსებული ინფრასტრუქტურის ტურისტული  მიზნით გამოყენებისა და ამავე მიზნებისათვის ქონების საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე  ამავე უძრავი ქონების განსავითარებლად სამეწარმეო-საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა;
  • ქონების განვითარების მიზნით, მესაკუთრის მიერ მითითებული შესაბამისი კომპეტენტური პირების/უწყებების დაშვება ამავე პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ინფრასტრუქტურული ან სხვა სახის სამუშაოების განხორციელებისათვის;
  • ამავე პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე სოფელ იყალთოში მდებარე ქვევრის სკოლა-სახელოსნოს (ე.წ. „ქვევრის სახლის“) ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^