Youtube-ს ჰაკერები დაესხნენ თავს. ვებგვერდიდან წაშლილია 5 მილიარდამდე ნახვის მქონე სიმღერის Despacito-ს ვიდეოკლიპი. ჰაკერებმა სიმღერის ნაცვლად განათავსეს ფოტოსურათი, რომელზეც იარაღიანი პირები ჩანან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჰაკერებმა Youtube-დან სხვა ცნობილი სიმღერებიც წაშალეს ან შეუცვალეს სახელები. გატეხილ ვიდეოებს შორის არის შაკირას, სელენა გომესის და ტეილორ სვიფტის სიმღერები. თავდამსხმელებმა, რომლებიც საკუთარ თავს Prosox-ად და Kuroi'sh-ად მოიხსენიებდნენ, ვიდეოების ქვეშ „თავისუფალი პალესტინა“ წააწერეს.
ტვიტერის საკუთარ ანგარიშზე ერთ-ერთმა ჰაკერმა დაწერა, რომ Youtube-ს გასართობად დაესხა თავს და იმედი აქვს ამის გამო „არ განსჯიან, რადგან Youtube უყვარს“.