„დიდი ტრაგედიაა დღეს ტყიბულში,“- ეს განცხადება, ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” (GIG) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ბეჟუაშვილმა რუსთავი 2-თან გააკეთა. ის ტყიბულში იმყოფებოდა და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.
ბეჟუაშვილის თქმით, თითოეულ ოჯახზე კომპენსაციის სახით გათვალისწინებულია 50 ათასი ლარი, აქედან 20 ათას სადაზღვევო კომპანია დაფარავს, 30 ათასს კი „საქნახშირი“.
დღეს ტყიბულში 5 აპრილს, მინდელის სახელობის შატხში დაღუპულ 5 მეშახტეს კრძალავენ. ერთ მათგანს კი ხუთშაბათს დაკრძალავენ.
„ამ უბედურმა შემთხვევამ ჩვენს საერთო ოჯახს გამოაცალა ექვსი საუკეთესო შვილი. დიდი ტრაგედიაა ჩვენი კოლექტივისთვის, ტყიბულისთვის და მთელი საქართველოსთვის,“- განაცხადა დავით ბეჟუაშვილმა.