ალჟირში დედაქალაქთან ახლოს სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას თვითმფრინავის ყველა მგზავრი, 257 ადამიანი ემსხვერპლა.
გენერალ-მაიორ ბოულემ მადის თქმით, თვითმფრინავი დილის 8:00 საათზე აფრენისთანავე ჩამოვარდა.
„თვითმფრინავი 150 მეტრის სიმაღლეზე იქნებოდა, როცა ფრთაზე ცეცხლი გაუჩნდა. პილოტმა ქუჩაში ჩავარდნა აირიდა და ავიაკატასტროფა მინდორში განიცადა“ - უთხრა ადგილობრივ ტელევიზიას Ennahar TV-ის ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
მმართველი გუნდის წევრმა ტელევიზიას უთხრა, რომ თვითმფრინავში „პოლისარიოს რონტის“ 26 მებრძოლი იყო, ჯარისკაცები, რომლებიც მეზობელი მაროკოსგან დასავლეთ საჰარის სახელმწიფოს გათავისუფლებას ცდილობენ.
ასევე ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, თვითმფრინავში იჯდა 30-მდე დასავლეთ საჰარელი ლტოლვილიც, რომელთაგან 4 ბავშვი იყო.
ალჟირის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ავიაკტასტროფაზე გამოძიება დაიწყეს.
ალმოდებული თვითმფრინავის ჩაქრობას ასობით მეხანძრე დასჭირდა. შემთხვევის ადგილას მივიდა 70-მდე სასწრაფო დახმარების მანქანაც, მაგრამ მგზავრების გადარჩენა ვერ მოხერხდა.